ჩვენი კლიენტები

ირაკლი სოხაძე სრულიად უნიკალურ წამოწყებას უყრის საფუძველს. იგი ერთ-ერთი პირველია ვინც გადაწყვიტა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, არსებული ბუნებრივი ცხელი წყლის საბადო გამოიყენოს სითბური ენერგიის წყაროდ,  ბოსტნეულის სათბურისათვის.
ბატონმა ირაკლიმ გაგვაცნო თავისი მოსაზრებები და გეგმები 2010 წლის სექტემბრის დასაწყისში. მოთხოვნილ 27 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხზე საკმაოდ მოკლე დროში მიიღო დადებითი პასუხი, ხუთთვიანი საშეღავათო პერიოდით, რამაც მას საშუალება მისცა დროულად დაეწყო ბიზნეს პროექტის განხორციელება.
აღნიშნული ბიზნეს ინიციატივა, რომლის განხორციელებაში უყოყმანოდ ვღებულობთ მონაწილეობას, დაასაქმებს 30 ადამიანს და ბაზარს მოამარაგებს  ქართული ბოსტნეულით.
 


ავთანდილ თევზაძე ის იშვიათი ადამიანია, რომელიც აკადემიურად და ფუნდამენტურად უდგება თავის საქმეს. ბატონი ავთანდილი პირადად ეცნობა მეთევზეობისა და მეცხოველეობის სფეროში არსებულ ლიტერატურას, არკვევს ამ საქმიანობისთვის დამახასიათებელ ნიუანსებს და იყენებს დაგროვილ ცოდნას ბიზნესის გასანვითარებლად. ამის ნათელი მაგალითია ბატონი ავთანდილის  ძალისხმევით, (პირველ რიგში ვგულისხმობთ ინტელექტუალურ ძალისხმევას)  გაკეთებული თევზის საკვების დამამზადებელი მინი ქარხანა, რომელიც გადაამუშავებს ფერმერის მიწაზე მოპოვებულ მცენარეულ პროდუქტებს და მიიღება ეკოლოგიურად სუფთა თევზის საკვები, რომელიც თავის მხრივ ხმარდება საკუთარი მეთევზეობის მეურნეობას. 
ბატონი ავთანდილი 1997 წლიდან ფლობს მეთევზეობის მეურნეობას კახეთის რეგიონში, ხოლო 2008 წლიდან წარმატებით მიჰყო ხელი მეცხოველეობასაც, ორივე მიმართულებით სულ 20 ადამიანია დასაქმებული. 
 ჩვენ ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ბატონი ავთანდილი სარგებლობს ჩვენი მომსახურებით.
 
 
დავით ელიავა მეღორეობის მეურნეობას 2002 წლიდან წარმატებით უძღვება. დავითმა თავისი  შრომისმოყვარეობის წყალობით შეძლო არამარტო შეენარჩუნებინა წამოწყებული საქმე, არამედ გაეფართოვებინა კიდეც. მასთან ერთად მისი მეუღლეც გულმოდგინედ შრომობს, ამავე დროს ისინი ერთად ღირსეულად ზრდიან 3 შვილს.
 ბატონმა დავითმა მოგვმართა 7 ათასი ლარიანი სასესხო განაცხადით, რაც მეურნეობაში ღორების რაოდენობის გაზრდისათვის იყო საჭირო, მოთხოვნა თანხაზე  ჩვენ ოპერატიოლად დავუკმაყოფილეთ.
ჩვენ მოხარული ვართ რომ ვთანამშრომლობთ ბატობ დავითთან.
  • იურიდიული მისამართი: ფალიაშვილის 33;
    ფაქტიური მისამართი: ჭავჭავაძის N34 (პიქსელის ბიზნეს ცენტრი)

  • 032 2 50 00 21