ხშირად დასმული კითხვები

  • რის საფუძველზე გაიცემა იპოთეკური სესხი?

    სესხი გაიცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფით (საცხოვრებელი ბინა ან კომერციული ფართი) სახლის შეძენის ან რემონტის დანიშნულებით. განიხილება საქართველოში (საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე) არსებული უძრავი ქონება;
     

  • რა ვადით შემიძლია იპოთეკური სესხის აღება?

    სესხის აღება შეიძლება 1 თვიდან 5 წლამდე ვადით
     

  • რა ვალუტაში გაიცემა სესხი?

    სესხი გაიცემა ფიზიკურ პირებზე ლარში, იურიდიულ პირებზე ლარში.
     

  • როგორ ვფარავ სესხს?

    სესხის დაფარვის გრაფიკის აგებისას გაითვალისწინება შემოსავლების სეზონურობა; მსესხებელი ასევე თავისუფალია დაფარვის გრაფიკის ტიპის არჩევანში, რაც გულისხმობს თანაბარი (ძირის და სარგებლის გადახდა) თუ ბრტყელი ( სარგებლის და ვადის ბოლოს ძირის გადახდა) გადახდების შესაძლებლობას. გადახდა ხდება  ჩვენს  პარტნიორ ბანკში მისო ინვესტ ჯორჯიას საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით.
     

  • რა დოკუმენტები მჭრდება სესხის ასაღებად?

    მსესხებლის/მესაკუთრის პირადობის მოწმობა;

    სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;

    სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების საკუთრების წარმომშობი დოკუმენტი (მაგ: მესაკუთრემ მიიღო ქონება მემკვიდრეობით/ჩუქებით/ნასყიდობით, წარმოსადგენია აღნიშნული დოკუმენტები: სამკვიდრო მოწმობა/ჩუქების/ნასყიდობის ხელშეკრულება. თან არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია ზემოაღნიშნული დოკუმენტების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოხმობა.

  • რა ვადით შემიძლია ავტო სესხის აღება?

    სესხის აღება შესაძლებელია 4 წლამდე ვადით.
     

  • რა პირობებებს უნდა ვაკმაყოფილებდე ავტო სესხის ასაღებად?

    უნდა იყოთ სულ მცირე 21 წლის, გქონდეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/პასპორტი და მანქანის ტექნიკური პასპორტი. ავტომანქანა უნდა იყოს ფიზიკური პირის მფლობელობაში.
     

  • იურიდიული მისამართი: ფალიაშვილის 33;
    ფაქტიური მისამართი: ჭავჭავაძის N34 (პიქსელის ბიზნეს ცენტრი)

  • 032 2 50 00 21