მისია

ჩვენი უპირველესი მოწოდებაა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი პროდუქტები  საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ვისაც აქვს საკუთარი საქმიანობის წამოწყების სურვილი, ვინც უკვე ფლობს ბიზნესს და ქმნის დამატებით ღირებულებას, ვისაც უბრალოდ ჭირდება თანხა მიმდინარე ხარჯის გასაწევად;
 
საქართველოს მდგრადი განვითარების რწმენამ ჩვენ უცხოელ პარტნიორებს ჯერ ერთი განუმტკიცა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიზანშეწონილობის სურვილი და მეორეც ამ მიზნით დაფუძნებულ კომპანიას შესაბამისი სახელიც შეურჩია-,,Invest Georgia", რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს: განახორციელე ინვესტიცია საქართველოში;
 
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მოსახლეობის ფართო ფენასთან, როგორც დაქირავებულ ისე თვითდასაქმებულ ადამიანებთან, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე;
 
ჩვენი ხედვით საქართველოში ბიზნესის ორი მიმართულება იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ესენია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი; ჩვენი ღრმა რწმენით ზუსტად აქ შეიძლება დასაქმდეს ბევრი ადამიანი და შეიქმნას მზარდი დამატებითი ღირებულება; შესაბამისად რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი (როგორც ინტელექტუალური, ისე ფინანსური) მოხმარდება ამ სექტორებში ბიზნეს პროექტების ხელშეწყობას;
 

 

 

 

 

 

 

 

 

  • ზაქარია ფალიაშვილის ქ. 33
  • 032 2 50 00 21